გურამ ქუთათელაძე, ზვიად ლაზიშვილი
Aa
Aa

„მოკლე ახსნა კლავიატურის ლომ-მებრძოლებს...“ - ლაზიშვილმა ქუთათელაძე დაიცვა

MMA-ის ცნობილი ქართველი მებრძოლი, ზვიად ლაზიშვილი სოციალურ ქსელში გურამ ქუთათელაძის გუშინდელ ბრძოლას ეხმაურება და „ქართველი ვიკინგის“ მიმართ წამოსული კრიტიკა დაგმო.

რას წერს ლაზიშვილი:

მინდა იმ უარყოფით რეაქციას გამოვეხმაურო, რაც გურამის ბრძოლას მოყვა.

პირველ რიგში, აღვნიშნავ რომ გურამი ფენომენალური მებრძოლია და ყოველი მისი გამოსვლა ძალიან სანახაობრივი, შთამბეჭდავი და რაც მთავარია ივენთის საუკეთესო ბრძოლებს შორის შედის.

ახლა, მოკლე ახსნა კლავიატურის ლომ-მებრძოლებს: ვერასდროს გააკეთებთ მებრძოლის  ობიექტურ შეფასებას მხოლოდ იმ 15 წუთიდან გამომდინარე, რასაც ის ოქტაგონზე ატარებს რადგან თქვენ ძალიან ბევრ ფაქტორს ვერ ხედავთ, ამიტომ თავი შეიკავეთ რადიკალური უარყოფითი დასკვნებისგან.

გურამს ძალიან მაგარი კარდიო და გამორჩეული საბრძოლო ანალიზი აქვს. (ეს წინა ბრძოლებშიც ვიხილეთ).

ის ძალიან მაღალ ტემპში იბრძვის, რაც საოცარ სანახაობრიობას დგამს და ბევრს ეს არ შეუძლია. ჩემი აზრით, მისი დაღლილობა  ბევრმა მიზეზმა განაპირობა, პირველი და უმთავრესი - აკლიმატიზაცია! ის ფიზიკურად ვერ მოასწრებდა დროსთან და ჰაერთან შეგუებას. მანამდე კიდე, ყველამ ვიცით რომ 3 ბრძოლა ჩაეშალა და შესაბამისად 3 კემპში იყო ზედიზედ (3 ჯერ წონის კლება წარმოიდგინეთ!) სამწუხაროდ ეს პირველი რაუნდის შემდეგ აისახა.

კიდევ სხვა ბევრ ნიუანსზე შეიძლება ყურადღების გამახვილება, მაგრამ ახლა ამას აზრი არ აქვს. აზრი აქვს იმას რომ ასეთ დროს გურამს გვერდში უნდა დავუდგეთ. მოგებაა თუ წაგება - ეგო უნდა ვაკონტროლოთ. არაფერს შეგმატებთ სპორტსმენის ლანძღვა და ხანმოკლე თვითდამაკმაყოფილებელი უაზრო კრიტიკის ფრქვევა.

დარწმუნებული ვარ ძალიან მალე გურამ ქუთათელაძე ტოპ 15-ში შევა და მის გულშემატკივრებს კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს!

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გურამ ქუთათელაძემ UFC-ში დიდხნიანი პაუზის შემდეგ თავისი მორიგი ბრძოლა გამართა და ელვეს ბრენერის წინააღმდეგ ნოკაუტით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან მაღალი კლასი აჩვენა“ - დოლიძემ ქუთათელაძეზე ისაუბრა
„ძალიან მაღალი კლასი აჩვენა“ - დოლიძემ ქუთათელაძეზე ისაუბრა