გურამ ქუთათელაძე, ელვეს ბრენერი
Aa
Aa

თითქმის მოგებული ბრძოლა დათმო - ბრენერმა ქუთათელაძე დაანოკაუტა

UFC-ის ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე ოქტაგონზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. „ქართველი ვიკინგი“ ელვეს ბრენერს დაუპირისპირდა. ქუთათელაძე უპირატესობას ფლობდა, მეტოქეს წარბიც გაუხეთქა, თუმცა საბოლოოდ ნოკაუტით დამარცხდა.


„ქართველი ვიკინგის“ მეტოქეს კარიერაში 18 ბრძოლა აქვს გამართული და გამარჯვება 15-ჯერ იზეიმა. ბრენერი გრეპლერია და პარტერში ძალიან სახიფათოა.  ბრაზილიელმა UFC-ში მეორე ბრძოლა გამართა, პირველ შეხვედრაში ზუბაირა ტუხუგოვს მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით სძლია.

შეგახსენებთ, რომ გურამ ქუთათელაძეს MMA-ს ეგიდით ჩატარებულ 16 შეხვედრაში 12 მოგება და 4 მარცხი აქვს. დღევანდელ შეხვედრამდე UFC-ში ქართველმა მებრძოლმა ბოლოს 2022 წლის 18 ივნისს იჩხუბა და დამირ ისმაგულოვთან მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით დამარცხდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები