სესკ ფაბრეგასი
Aa
Aa

„ყოველი წუთი მიყვარდა“ - ფაბრეგასმა კარიერა დაასრულა

სესკ ფაბრეგასმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

„დიდი მწუხარებით ვაცხადებ, რომ დადგა ჩემი ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების დრო. მსოფლიო ჩემპიონატზე, ასევე ევროზე გამარჯვებიდან დაწყებული, ინგლისსა და ესპანეთში გამარჯვებით და თითქმის ყველა თასის მოგებამდე. დაუვიწყარი გზა იყო.

ყველას მადლობელი ვარ, ვინც დამეხმარა: თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, დირექტორებს, პრეზიდენტებს, მფლობელებს, გულშემატკივრებს და ჩემს აგენტს. მთელი ჩემი ოჯახი, მშობლებიდან და დიდან დაწყებული ცოლ-შვილით დამთავრებული, მე ვაფასებ თქვენს რჩევას და დახმარებას.

ჩემს ოპონენტებს, რომლებიც ცდილობდნენ ჩემს დამარცხებას, მადლობა, რომ გამაძლიერეთ. ჩემი კარიერის განმავლობაში ვისწავლე 3 ენა და გავხდი უფრო მოგზაურობის მოყვარული. მივიღე გამოცდილება, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდი.

ახლა ვაპირებ თეთრი ხაზის გადაკვეთას და კომოს ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელობას.

20-წლიანი წარმოუდგენელი მსხვერპლშეწირვის, თავდადებისა და სიხარულის შემდეგ, დროა მადლობა გადაგიხადოთ და დაგემშვიდობოთ. ყოველი წუთი მიყვარდა“,

- წერს ფებრეგასი.

„ბარსელონას“ აკადემიის „ლა მასიას“ დატოვების შემდეგ, პროფესიონალურ დონეზე ფაბრეგასის დებიუტი „არსენალში“ 2003 წელს შედგა. კარიერის განმავლობაში სესკმა 16 ტიტული მოიგო. ესპანელი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა, „ჩელსისთან“ ერთად პრემიერ ლიგა, ხოლო „ბარსასთან“ ერთად ლა ლიგა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ისტორია დავწერეთ“ - ფეხბურთელები ისრაელთან მატჩის შემდეგ
“ისტორია დავწერეთ“ - ფეხბურთელები ისრაელთან მატჩის შემდეგ