გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

ფროზინონეში დაადასტურეს | კვერნაძე იტალიაში კვირას ჩავა

სერია A-ში დაბრუნებული „ფროზინონეს“ სპორტულმა დირექტორმა, გვიდო ანგელოძიმ დაადასტურა, რომ გიორგი კვერნაძე კარიერას იტალიაში გააგრძელებს. ანგელოძი Sky Sport Italia-ს ესაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი გარემარბი სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის.

„კვერნაძე იტალიაში კვირას ჩამოვა, სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს. მის კლუბთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. გავიფორმეთ თუ არა ქართველი, რომელიც კვარაცხელიას ჰგავს? ერთადერთი, რაშიც თანაბარ დონეზე არიან, არის ის, რომ ერთი და იგივე აგენტი ჰყავთ (იცინის). სერიოზულად თუ ვისაუბრებთ, შემიძლია, გითხრათ, რომ გიორგი საინტერესო ფეხბურთელია. მისი ძალიან გვჯერა და იმედია, დიდ კმაყოფილებას მოგვანიჭებს“.

20 წლის გიორგი კვერნაძე „საბურთალოს“ საკუთრებაა და გასული ზამთრიდან მოყოლებული ბათუმის „დინამოში“ იჯარით თამაშობს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 7 შეხვედრაში 1 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, საქართველოს თასის ორ მატჩში 1 გოლით გამოიჩინა თავი. გერმანული სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ი კვერნაძეს 300 000 ევროდ აფასებს.

კვერნაძე 20 წლისაა და 2003 წლის 7 თებერვალს სამტრედიაში დაიბადა. მისი სიმაღლე 1.87 მეტრია და დრიბლინგით, წარმოსახვის უნარითა და სისწრაფით გამოირჩევა. ფროზინონეს სპორტული დირექტორი, გვიდო ანგელოძი მის პროფილს დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდა და ფიქრობს, რომ კვერნაძეს შეუძლია, ფაბიო გროსოს სავარაუდო შემცვლელის ტაქტიკაში სასურველი ადგილი იპოვოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სალუქვაძე: „კვარა რეალისა და ბარსელონას დონის გრანდებში სათამაშოდ მზადაა“
სალუქვაძე: „კვარა რეალისა და ბარსელონას დონის გრანდებში სათამაშოდ მზადაა“