ლაშა ციხისთავი
Aa
Aa

„ტურნირზე ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს მოვუგეთ“ - კაპიტანი მატჩის შემდეგ

„უმცროსი ბორჯღალოსნების“ კაპიტანმა ლაშა ციხისთავმა, არგენტინასთან გამარჯვების (20:0) შემდეგ, პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა და გუნდის თამაში შეაფასა.

„დღეს დიდებული გეგმა გვქონდა, ჩემი გუნდელებით ვამაყობ. მათ განსაკუთრებული უნარები გამოავლინეს. დაცვაში კარგად ვითამაშეთ და ამ ტურნირზე პირველი გამარჯვება გავიფორმეთ.

შეტევაშიც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დღეს პირობების გათვალისწინებით დაცვა უფრო მნიშვნელოვანი იყო და ამ ამოცანას თავი გავართვით. ტურნირზე ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს მოვუგეთ.

რა თქმა უნდა, ამინდმა ჩვენი გეგმები შეცვალა, შესაძლებლობები 100%-ით ვერ გამოვავლინეთ, რთული შეხვედრა იყო, თუმცა თავი ყველაფერს კარგად გავართვით“.

- განაცხადა ლაშა ციხისთავმა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის მე-3 მატჩი „უმცროს ბორჯღალოსნებს“ 4 ივლისს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ელით. ამ შეხვედრაში გამარჯვებული პლეი-ოფში ითამაშებს.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      „მშვიდობისთვის, ბავშვებისთვის და მათი მომავლისთვის ვითამაშებ“ - შოთი უკრაინის მხარდასაჭერად
      „მშვიდობისთვის, ბავშვებისთვის და მათი მომავლისთვის ვითამაშებ“ - შოთი უკრაინის მხარდასაჭერად