ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, ტედი ატლასი
Aa
Aa

ლეგენდარული მწვრთნელი ილიაზე: „ჯებს შესანიშნავად იყენებს, ვოლკანოვსკის მაგონებს“

კრივის ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ტედი ატლასმა UFC-ის ქართველ მებრძოლზე, ილია თოფურიაზე ისაუბრა. ატლასი „ელ მატადორის“ ბოლო ბრძოლას გამოეხმაურა, რომელიც ილიამ ჯოშ ემეტის წინააღმდეგ გამართა და განაცხადა, რომ თოფურია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედ ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის ახსენებს.

„თოფურია, თავისი სტრაიკინგით, ვოლკანოვსკის მაგონებს. ილიას იმდენად სოლიდური ტექნიკა აქვს და საკუთარ მიდგომას ისე მტკიცედ ირჩევს, რომ ალექსი მახსენდება. ემეტთან ჩხუბისას, თოფურია სიტუაციას ყოველთვის აკონტროლებდა. ნაჩქარევი გადაწყვეტილება არც ერთხელ მიუღია და დაუდევრობა არასდროს გამოუჩენია.

ილია ტექნიკურად ძალიან მაგარია, დროს კარგად არჩევს და ჯებს შესანიშნავად იყენებს, რათა დარტყმები მოამზადოს და დისტანცია გააკონტროლოს. როცა თოფურია დარტყმებს ახორციელებს, მიზანს არ აცელს და მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“.

შეგახსენებთ, რომ ემეტთან ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თოფურიამ სატიტულო ჩხუბი მოითხოვა. ილიას ვოლკანოვსკისთან დაპირისპირება სურს და ერთადერთი მებრძოლი, ვის გამოც საჩემპიონო ბრძოლაზე უარს იტყვის, მაქს ჰოლოუეია. „ელ მატადორი“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მე-5 ნომერია და მის ანგარიშზე 14 გამარჯვება და 0 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი ფლანგიდან ღირებული ვერაფერი შექმნეს“ - აზაროვი The Athletic-ის რჩეულთა შორის
„მისი ფლანგიდან ღირებული ვერაფერი შექმნეს“ - აზაროვი The Athletic-ის რჩეულთა შორის