ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი, ერვინ ვან დე ლოი
Aa
Aa

„როცა ამდენ მომენტს ვერ გამოიყენებ, სახლში მიდიხარ“ - ნიდერლანდების მწვრთნელი

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ნიდერლანდები-საქართველოს შეხვედრა „დინამო არენაზე“ 1:1 დასრულდა. ანგარიში 42-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ბრწყინვალე გოლით გახსნა, პირველი ტაიმის მე-6 დამატებულ წუთზე ტეილორმა ანგარიში გაათანაბრა. პარალელურ შეხვედრაში პორტუგალიამ ბელგია 2:1 დაამარცხა და მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო საქართველოს ნაკრებმა 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ნიდერლანდები და ბელგია ტურნირს დაემშვიდობნენ.

საქართველოსთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ ნიდერლანდების მთავარმა მწვრთნელმა ედვინ ვან დე ლოიმ ნიდერლანდურ NOS-თან ისაუბრა:

„ვფირობ, საკმაოდ ბევრი შანსი გვქონდა იმისთვის, რომ ეს მატჩი მოგვეგო. ფეხბურთი ასე მუშაობს: თუ სამ თამაშში ორ გოლს გაიტან, ეს საკმარისად კარგი არ იქნება. შემდეგ მიდიხარ სახლში. თუ შეხედავთ თამაშის პირველ ნაწილს, ნახავთ რომ საკმაოდ ბევრი მომენტი შევქმენით. 

ყველაფერი გავაკეთეთ, გარემარბები დავამატეთ, მეტოქის საჯარიმოში მოთამაშეების რაოდენობა გავზარდეთ. ამ ტურნირზე ჩვენი უდიდესი პრობლემა მომენტების გამოუყენებლობა იყო.

გაშვებულ გოლთან დაკავშირებით გეთანხმებით, ამ მომენტში მაქსიმუმი არ გავაკეთეთ.

პორტუგალიასთან და საქართველოსთან გოლები არ უნდა გაგვეშვა, ეს ორი შეცდომა ნათელია. ასევე, ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ“.

შეგახსენებთ, ნიდერლანდების ნაკრებმა სამივე მატჩი ფრედ დაასრულდა: ბელგიასთან 0:0 ითამაშა, პორტუგალიასთან - 1:1, საქართველოსთან - 1:1. 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები