ტაეკვანდო, ზურაბ კინწურაშვილი
Aa
Aa

ევროპული თამაშები: ზურაბ კინწურაშვილი ოქროსთვის იბრძოლებს!

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ნაკრების წევრი, ზურაბ კინწურაშვილი (-74 კგ.) ფინალში იასპარეზებს.

გათამაშებაში ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში ირლანდიელ ლეროი დილანდუს მოუგო, მეოთხედფინალში ესპანელი მსოფლიო ჩემპიონი, დანიელ ბარერა გამოთიშა ასპარეზობას, ნახევრაფინალში კი სერბ სტეფან ტაკოვს აჯობა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ფინალური შეხვედრა საქართველოს დროით 22:10 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები