საკი: პოგბა რაიკაარდს მაგონებს
Aa
Aa

საკი: პოგბა რაიკაარდს მაგონებს

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდარულმა მწვრთნელმა არიგო საკიმ, „იუვენტუსის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას შესახებ ისაუბრა და იგი ფრანკ რაიკაარდს შეადარა.

„პოგბას უდიდესი პოტენციალი გააჩნია და შეუძლია, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევიდეს. ის დღითი დღე პროგრესირებს და შემთხვევითი არ არის, რომ 22 წლის ასაკში უკვე არაერთი გრანდის ყურადღება მიიქცია. პოგბა ყველაზე მეტად ფრანკ რაიკაარდს მაგონებს. ლეგენდარული ჰოლანდიელის მსგავსად, ის საკმაოდ ტექნიკურია, ფიზიკურად ძლიერი და მოედნის შესანიშნავი ხედვა აქვს. გარდა ამისა, ის შეტევაშიც საკმაოდ ეფექტურია. ვიცი, რომ მისით არაერთი გრანდი ინტერესდება, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგად იგი „ბარსელონას“ მოერგება“ - განაცხადა არიგო საკიმ „El Mundo Deportivo“-თან საუბარში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები