გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

გოჩოლეიშვილის გადაბირება კვიპროსულ კლუბს სურს

„შახტარის“ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი გოჩოლეიშვილის საკუთარ რიგებში ხილვა კვიპროსულ კლუბს სურს. ეს ინფორმაცია რამდენიმე ადგილობრივმა გამოცემამ გაავრცელა და დეტალების შესახებაც დაიწერა.

როგორც Sportime-ი, Sport-fm-ი და Kerkida იუწყებიან, გოჩოლეიშვილის გადაბირებით „აპოლონია“ დაინტერესებული. კვიპროსული კლუბი დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს და თვალი ქართველ ფეხბურთელს დაადგა, თუმცა ხვდება, რომ გარიგების დახურვა მარტივი არ იქნება.

კვიპროსული გამოცემების ინფორმაციით, „აპოლონში“ გოჩოლეიშვილის იჯარის წესით გადაბირების იმედი აქვთ. კლუბში მისი საფეხბურთო პროფილი ძალიან მოსწონთ და ოპტიმისტურად არიან განწყობილი. Sport-fm-ის მიხედვით, ამ საკითხზე სიახლეებია მოსალოდნელი.

შეგახსენებთ, რომ გოჩოლეიშვილმა 2022-23 წლების სეზონში „შახტარის“ მაისურით 17 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლია. Transfermarkt-ზე ქართველი მცველის სატრანსფერო ღირებულება 1.2 მილიონი ევროა. მას უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ“ - Gazzetta საქართველოს 21-წლამდე ნაკრებზე
„განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ“ - Gazzetta საქართველოს 21-წლამდე ნაკრებზე