ვალენსიას რთული სტარტი - ცნობილია, როდის დაიწყება ლა ლიგის ახალი სეზონი
ესპანეთის ლა ლიგის ახალი სეზონი 12 აგვისტოდან დაიწყება. ორგანიზაციის სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, პირველ ტურის შეხვედრები 12 და 13 აგვისტოს გაიმართება (შაბათ-კვირა).
პირველ ტურში შეხვდებიან:
ხეტაფე - ბარსელონა
ატლეტიკი - მადრიდის რეალი
ატლეტიკო - გრანადა
ალმერია - რაიო ვალეკანო
სელტა - ოსასუნა
სევილია - ვალენსია
ლას პალმასი - მალიორკა
ვილიარეალი - რეალ ბეტისი
რეალ სოსიედადი - ჟირონა
კადისი - ალავესი

დღესვე, ცნობილი გახდა რომელ ტურში გაიმართება „რეალისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება. ლა ლიგის ინფორმაციით, პირველი ელ კლასიკო მე-11 ტურში, 29 ოქტომბერს კატალონიაში ჩატარდება, მეორე მატჩი კი 32-ე ტურში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 21 აპრილს გაიმართბა.
 
                             
                                                         
                                 
                                             
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                        