დვალიშვილი: „ფეხბურთს მეც ვთამაშობდი, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი სპორტი არაა“
საქართველოს ასაკობრივი გუნდების ყოფილი კაპიტნის, დაჩი ცნობილაძის გადაცემის, „შეკრებაზე“-ის სტუმარი MMA-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი იყო. „მანქანამ“ ბავშვობა გაიხსენა და გაგვიზიარა მიზეზი, რომელმაც მიახვედრა, რომ ფეხბურთი მისი სპორტი არაა.
„აუცილებელია, ვარჯიშებზე მაქსიმალურად დავიხარჯოთ, რის შემდეგაც თვითრწმენა გვიჩნდება, რომ ყველაფერი გავაკეთეთ და არ გვიზარმაცია. იგივე მიდგომა უნდა გვქონდეს თამაშის დროსაც. რა თქმა უნდა, მოსაგებად გავდივართ, მაგრამ შეიძლება, მოხდეს ისე, რომ დავმარცხდეთ. სპორტია და არაფერია გამორიცხული. მთავარია, ჩვენს სინდისთან და თავთან მართალი ვიქნებით, რადგან მაქსიმუმი გავაკეთეთ და ყველაფერი გავიღეთ. ჩემი მიდგომა სწორედ ასეთია.
ფეხბურთი საქართველოში უდიდესი სპორტია და გადაკვეთა მეც მქონდა. თბილისში 9 წლის ასაკში გადმოვედი და ფეხბურთს დაახლოებით 9 თვის განმავლობაში ვთამაშობდი. ჩემი პოზიცია? ასე დალაგებული არ გვქონდა და სხვადასხვა პოზიციაზე ვთამაშობდი, მაგრამ მეკარე არასდროს ვყოფილვარ. გიჟივით დავრბოდი და იცით, როდის მივხვდი, რომ ჩემი სპორტი არ იყო? როცა ჩემი თანაგუნდელი პენალტს აფუჭებდა, ზოგი ხელს აიქნევდა ან რამე მსგავსი, მე კი ჩხუბს ვიწყებდი და ვეკითხებოდი, რატომ ააცილე-მეთქი. ზოგჯერ სერიოზულ ჩხუბში გადამდიოდა და მივხვდი, რომ ფეხბურთი ჩემი არ იყო. თან ტექნიკური სტილიც არ მქონდა და ძალისმიერ ფეხბურთს ვთამაშობდი“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი ბოლოს პიოტრ იანს 2023 წლის მარტში დაუპირისპირდა და რუსი მებრძოლი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. „მანქანა“ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველი ნომერია და როგორც ჩემპიონმა ალჯამეინ სტერლინგმა თქვა, შონ ომალისთან გასამართი სატიტულო ბრძოლის შემდეგ, დივიზიონს შეიცვლის და მერაბს ჩემპიონობის შანსს მისცემს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს