Tuttomercatoweb: „კრემონეზე ლოჩოშვილის შენარჩუნებას შეეცდება“
ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ, Tuttomercatoweb-მა ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ სატრანსფერო გეგმებზე დაწერა. სერია B-ში გავარდნის შემდეგ, იტალიური კლუბის მიზანი ძირითადი ბირთვის შენარჩუნება და უმაღლეს დივიზიონში სწრაფად დაბრუნება გახლავთ.
Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, „კრემონეზე“ რამდენიმე ფეხბურთელის შენარჩუნებას შეეცდება და ერთ-ერთი მათგანი ლოჩოშვილია. სერია A-ში გატარებული სეზონი ლუკას პროგრესის მიღწევაში დაეხმარა და „კრემონეზეს“ მისი გაშვება არ უნდა.
ცნობისთვის, ლოჩოშვილმა სერია A-ს 2022-23 წლების სეზონში მონაწილეობა 25 შეხვედრაში მიიღო. მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა. მისი მსურველების შესახებ ჯერჯერობით არაფერი დაწერილა და Transfermarkt-ი მას 1.8 მილიონ ევროდ აფასებს.
ქართველ ფეხბურთელს კარგი პრესა აქვს და არის შანსი, კლუბს მისი შენარჩუნება გაუჭირდეს. 2022/23 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, იტალიურმა გამოცემებმა ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და დაცვის ხაზის ბურჯი უწოდეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს