მთელი ყურადღება მიქაუტაძეზე | უახლესი ინფორმაცია იუვეს გეგმებზე
„მეცის“ ქართველ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს ევროპული ფეხბურთის რამდენიმე გრანდი აკვირდება. ბოლო პერიოდში, იგი ტურინის „იუვენტუსს“ დაუკავშირეს და დღეს, ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ, Tuttosport-მა „ბიანკონერის“ ინტერესზე კიდევ ერთხელ დაწერა.
Tuttosport-ის მიხედვით, გარანტირებული არაა, რომ დუშან ვლაჰოვიჩი „იუვენტუსში“ დარჩება. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებთ, რომ მისით „ჩელსი“ სერიოზულად ინტერესდება. კლუბებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ „ბებერი ქალბატონი“ უკვე სერბი ფეხბურთელის შემცვლელს ეძებს.
იტალიური გამოცემის მიხედვით, ყველაზე აქტიურად გიორგი მიქაუტაძეზე ფიქრობენ და ის ნომერ პირველი სამიზნეა. ტურინული გრანდი მის პროფილს ყურადღებით აკვირდება და ვლაჰოვიჩის წასვლის შემთხვევაში, მთელ ყურადღებას ქართველ თავდამსხმელს მიაპყრობს.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ ლიგა 2-ის გასულ სეზონში, „მეცის“ შემადგენლობაში 23 გოლი გაიტანა და გუნდს ლიგა 1-ში დაწინაურებაში დაეხმარა. სეზონის ბოლოს, ქართველმა შემტევმა ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიგო. მისით ევროპული ფეხბურთის გრანდები არიან დაინტერესებული და „მილანზე“, „უდინეზეზე“, „იუვენტუსზე“, „ლიონსა“ და „ბარნლიზე“ დაიწერა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს