U21 ევროპის ჩემპიონატი, პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

U21 Euro 2023 | პორტუგალიის ნაკრებს ლიდერი გამოაკლდა

21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ მეტოქეს, პორტუგალიის ნაკრებს ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, 21-წლამდე ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელმა, ფაბიო ვიეირამ ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის გამოც ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ვერ შეძლებს, მის მაგივრად კი მთავარმა მწვრთნელმა, რუი ხორხემ გუნდში „ბენფიკას“ 18 წლის შემტევი, დიეგუ მორეირა გამოიძახა.

საგულისხმოა, რომ მორეირასთვის ეს 21-წლამდე ნაკრებში ეს პირველი გამოძახებაა, აქამდე კი მას მხოლოდ პორტუგალიის 19-წლამდე გუნდში უთამაშია, რომლიც შემადგენლობაშიც ამ დრომდე ირიცხება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებები ერთმანეთს 21 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას არყოფნა? მეტოქეთა შესწავლა ჯერ არ დაგვიწყია“ - პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრების მეკარე
„კვარას არყოფნა? მეტოქეთა შესწავლა ჯერ არ დაგვიწყია“ - პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრების მეკარე