საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, U21 ევროპის ჩემპიონატი, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი
Aa
Aa

U21 | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს. რამაზ სვანაძის გუნდმა საგურამოში მდებარე „ლოკომოტივის“ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

სასიხარულოა, რომ გუნდს შეუერთდა კაპიტანი ანზორ მექვაბიშვილი, რომელსაც მიკრო ტრავმა ჰქონდა და ბოლო ვარჯიშზე სრული დატვირთვით ივარჯიშა.

საქართველოს ნაკრები მზადებას 20 ივნისს დაასრულებს, 21 ივნისს კი ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს U21 ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი).

მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი (საბურთალო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი, რუსეთი).

ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიორგი წიტაიშვილი (ლეხ პოზნანი, პოლონეთი), ნიკა ხორხელი (სამგურალი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი).

შეგახსენებთ, რომ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 8 ივლისს, ბათუმი არენა უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: „ნაკრებში ძალიან კარგი ატმოსფეროა, შევხვდებით შოტლანდიაში“
სანიოლი: „ნაკრებში ძალიან კარგი ატმოსფეროა, შევხვდებით შოტლანდიაში“