ლუის ენრიკე
Aa
Aa

ლუის ენრიკე პსჟ-ს უახლოვდება - ყველაფერი დროის საკითხია

„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე პსჟ-ს უახლოვდება. გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'Équipe-ის ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. მათივე ინფორმაციით, კლუბს სურს ახალი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ უახლოეს დღეებში, შუა კვირაში გამოაცხადოს.

პსჟ-ში ლუის ენრიკეს დანიშვნით, კლუბის ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ ესპანელი ისეთ გუნდს შექმნის, რომელიც ერთ ფეხბურთელზე არ იქნება დამოკიდებული. სწორედ ამ კრიტერიუმებით აფასებენ ნასერ ალ-ხელაიფი და სპორტული მრჩეველი, ლუის კამპოსი კანდიდატებს, ლუის ენრიკე კი ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

საგულისხმოა, რომ იმის გათვალისწინებით, როცა ფრანგული მედია ღიად აცხადებს, რომ ახალი მწვრთნელის დანიშვნა რამდენიმე დღის ამბავია, პსჟ-ს კრისტოფ გალტიესთან კონტრაქტი ოფიციალურად არ გაუწყვეტია და ფრანგი სპეციალისტი კვლავ გუნდის მოქმედი მთავარი მწვრთნელია. მედიის ინფორმაციით, მხარეები კონტრაქტის შეწყვეტის პირობებზე ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან.

აქვე გეტყვით, რომ პსჟ კიდევ ორ სპეციალისტთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს: ზინედინ ზიდანთან და იულიან ნაგელსმანთან, თუმცა ორივე მათგანმა პარიზულ კლუბს უარი უთხრა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    უარი უკრაინელებს - აბრამოვიჩი ჩელსის გაყიდვიდან მიღებულ თანხას არ რიცხავს
    უარი უკრაინელებს - აბრამოვიჩი ჩელსის გაყიდვიდან მიღებულ თანხას არ რიცხავს