კვიპროსული მედია: “კვიპროსი საქართველოსთან დაიტანჯა“
Aa
Aa

კვიპროსული მედია: “კვიპროსი საქართველოსთან დაიტანჯა“

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად კვიპროსს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდმა მძიმე ბრძოლაში 2:1 მოიგო.

მატჩის დასრულების შემდეგ, კვიპროსულმა მედიამ აღნიშნული დაპირისპირება შეაფასა.

რას წერს kerkida.net?

„ჩვენი ნაკრები დღეს ღამით საქართველოსთან დაიტანჯა და მძიმე ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ შანსები გვქონდა, მაინც დავმარცხდით. ანგარიში მიქაუტაძემ გახსნა, რასაც პენალტით პიტამ უპასუხა. დავითაშვილმა 84-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. კვიპროსი სატურნირო ცხრილში ქულების გარეშე დარჩა.“

რას წერს Cfa.com?

„კვიპროსმა ძალიან კარგი ძალისხმევა აჩვენა, მაგრამ ეს მთელი მატჩის განმავლობაში საკმარისი არ იყო. საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან დავმარცხდით. საქართველომ 4 ქულა დააგროვა, ხოლო კვიპროსს ჯერ მსგავსი არაფერი გაუკეთებია. 1:1-ზე ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, რამაც საბოლოო ანგარიშზე გავლენა იქონია.“

რას წერს Sport-fm?

„საქართველოსთან მატჩში ფეხბურთის კანონი ამოქმედდა. 1:1-ზე უამრავი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და შესაბამისად დავისაჯეთ.“

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სატურნირო ცხრილში 4 ქულა დაუგროვდა და მეორე პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ მატჩს „ჯვაროსნები“ 20 ივნისს სტუმრად შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ქეცბაია:“ფრეს ვიმსახურებდით, საქართველოს ნაკრებს დიდი მომავალი აქვს“
    ქეცბაია:“ფრეს ვიმსახურებდით, საქართველოს ნაკრებს დიდი მომავალი აქვს“