რეალი მბაპეს მხოლოდ უფასოდ დაიმატებს - სხვა ვარიანტი გამორიცხულია
„რეალისა“ და მბაპეს ისტორია ჯერ არ დასრულებულა. „სამეფო კლუბი“ ფრან ფორვარდს 1 წლის შემდეგ დაუბრუნდება.
Marca-ს ცნობით, ბოლო დღეების მოვლენები მადრიდის „რეალის" ხელმძღვანელობისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
მბაპესთან დაკავშირებით მადრიდელებს მკაფიო გეგმა აქვთ: 2024 წლის 1 იანვარს, როდესაც კილიანს სხვა კლუბებთან ოფიციალურად მოლაპარაკების უფლება ექნება, მას უფასო ტრანსფერს შესთავაზებენ.
მბაპეს კონტრაქტში არსებული პუნქტი უფლებას აძლევს +1 წლით კონტრაქტის გაგრძელების ოფცია არ გამოიყენოს და 2024 წელს პსჟ უფასოდ დატოვოს.
თუ მბაპე დაუყოვნებლივ არ მისცემს თანხმობას, „რეალი“ მის შეძენაზე უარს იტყვის, რათა 2022 წლის ზაფხულში დაშვებული შეცდომები არ გაიმეოროს.
აღსანიშნავია, რომ „რეალი“ არავითარ შემთხვევაში არ აპირებს პსჟ-სთან მოლაპარაკები წამოიწყოს. კლუბებს შორის ურთიერთობა დანგრეულია.
თუ მბაპე და პსჟ შეთანხმდებიან, რომ ტრანსფერი ამ ზაფხულს უნდა განხორციელდეს, ამავდროულად თანხის ოდენობაზეც შეთანხმდებიან, ასეთ შემთხვევაში „რეალი“ მზად იქნება შეთავაზება გაამზადოს, თუმცა ამ ვარიანტს მადრიდელები სკეპტიკურად უყურებენ.
ამრიგად, კილიანის „რეალში“ გადასვლის მხოლოდ ერთი შანსი არსებობს - მბაპე მადრიდში თავისუფალი აგენტის სტატუსით უნდა წავიდეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს