ლუკა მოდრიჩი, ხორვატიის ფეხბურთელთა ნაკრები, ნიდერლანდების ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

მოდრიჩი: „პირველი სანაკრებო თასის მოგება ოცნების ახდენა იქნება“

გუშინ, უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ხორვატიის ნაკრებმა ნიდერლანდები სტუმრად 2:4 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ხორვატიის ნაკრების კაპიტანი, ლუკა მოდრიჩი გახდა, რომელმაც ნიდერლანდებს მე-4 გოლი გაუტანა, თუმცა მანამდე საკუთარი გუნდის შეტევების ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას და გამარჯვებაშიც დიდი როლი ითამაშა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა ნახევარმცველმა შეხვედრა შეაფასა.

რა თქვა მოდრიჩმა:

ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ, ზუსტად ისე, როგორც გვინდოდა. შესაძლოა, პირველ 20 წუთში არადამაჯერებლები ვიყავით, მაგრამ შემდეგ თამაში ნამდვილად გავაუმჯობესეთ. კრამარიჩის გოლის შემდეგ მაქსიმალური სიჩქარეები ჩავრთეთ და ძალიან კარგად ვიმოქმედეთ. სამწუხაროა, რომ ძირითად დროში გოლი ბოლო წუთებში გავუშვით, თუმცა დამატებით დროში კვლავ მტკიცე ხასიათი გამოვაჩინეთ.

არაფრის გვეშინოდა, მაგრამ გარკვეულ მომენტებს მატჩის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლიათ. მაგალითად, ძირითადი დროის ბოლოს გაშვებული გოლი და ამას კარგად ვუპასუხეთ. მთელმა გუნდმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა - პირველიდან ბოლო წუთამდე.

ფინალში გამარჯვება წარმოუდგენელი მიღწევა იქნება, მანამდე კი საჭიროა დასვენება და ძალების სათანადოდ აღდგენა. ხვალ ერთად გავიგებთ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე. ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი თასის მოგება ნამდვილად იქნება ოცნების ახდენა.

შეგახსენებთ, რომ ფინალში ხორვატიის ნაკრები ესპანეთსა და იტალიის ნაკრებებს შორის დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალური მატჩი დღეს, საქართველოს დროით 22:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
100 მილიონი ევრო გაამზადა - სიტი გვარდიოლისთვის იბრძვის
100 მილიონი ევრო გაამზადა - სიტი გვარდიოლისთვის იბრძვის