ნიდერლანდები დამარცხებულია - ხორვატია ერთა ლიგის ფინალშია
Aa
Aa

ნიდერლანდები დამარცხებულია - ხორვატია ერთა ლიგის ფინალშია

ერთა ლიგის ნახევარფინალში ნიდერლანდებმა ხორვატაის უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:3 დამარცხდა. ლუკა მოდრიჩის კაპიტნობით ხორვატია ფინალში გავიდა, სადაც იტალიასა და ესპანეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

პირველ ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობას ნიდერლანდები ფლობდა, რაც ანგარიშშიც აისახა. ანგარიში 34-ე წუთზე მალენმა გახსნა და ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ნახევარში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. დალიჩის შეგირდები გააქტიურდნენ და შეიძლება ითქვას, მოწინააღმდეგეს არაფრის გაკეთების საშუალებას არ აძლევდნენ.

55-ე წუთზე კრამარიჩმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 73-ე წუთზე პაშალიჩმა ხორვატია წინ გაიყვანა. ყველაფერ იქითკენ მიდიოდა, რომ მატჩი ძირითად დროში მორჩებოდა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლანგმა ანგარიში გაათანაბრა.

საჭირო გახდა დამატებითი ტაიმები, რომელიც უკეთესად ხორვატიამ ჩაატარა. 98-ე წუთზე პეტკოვიჩმა გაისროლა და ნიდერლანდებს მესამე გოლი გაუტანა, ხოლო 116-ე წუთზე ლუკა მოდრიჩმა პენალტის ნიშნულიდან გაისროლა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ხორვატია ერთა ლიგის ფინალშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვეცდები ამას მივაღწიო“ - მაკრონი მბაპეს პსჟ-ში დარჩენაზე
„ვეცდები ამას მივაღწიო“ - მაკრონი მბაპეს პსჟ-ში დარჩენაზე