მანჩესტერ სიტი, ლაიპციგი
Aa
Aa

100 მილიონი ევრო გაამზადა - სიტი გვარდიოლისთვის იბრძვის

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, იოსკო გვარდიოლის შეძენას არაერთი ევროპული გრანდი ცდილობდა. ყველაზე დიდ ინტერესს კი მადრიდის „რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“ იჩენდნენ.

გამოცემა teamTALK ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ „ქალაქელები“ ხორვატი უკანახაზელის სანაცვლოდ „ლაიპციგს“ 100 მილიონ ევროს სთავაზობენ.

აღნიშნული თანხა გერმანულმა კლუბმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მოითხოვა, თუმცა არავინ გადაიხადა. წყაროს ცნობით, „ლაიპციგი“ წინააღმდეგი არ იქნება. ჯერი ახლა თავად გვარდიოლზეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულში „მანჩესტერ სიტის“ ემერიკ ლაპორტი დატოვებს და მის ნაცვლად პეპს სწორედ იოსკო სურს.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ გვარდიოლის გარდა კიდევ ერთი ხორვატი ფეხბურთელის შეძენას ცდილობს. საუბარი მატეო კოვაჩიჩზეა. ის პოჩეტინოს გეგმებში აღარ შედის, ხოლო „ჩელსი“ მატეოს სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოლაპარაკება დასრულდა - მანჩესტერ იუნაიტედი კეინისთვის აღარ იბრძოლებს
მოლაპარაკება დასრულდა - მანჩესტერ იუნაიტედი კეინისთვის აღარ იბრძოლებს