ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

საუკეთესო ფეხბურთელად ოსიმენი დაასახელა | Football Italia-მ ნაპოლის სეზონი შეაჯამა

ცნობილმა საფეხბურთო გამოცემამ, Football Italia-მ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ 2022/23 წლების სეზონი შეაჯამა. Football Italia-მ „პარტენოპეის“ საუკეთესო მოთამაშედ ვიქტორ ოსიმენი დაასახელა და ლუჩანო სპალეტის მისამართით დადებითი სიტყვები არ დაიშურა.

სეზონის მიმოხილვა

„ნაპოლიმ დომინანტურ სტილში მოგებული სკუდეტოსკენ მიმავალ გზაზე ყველას გადაუარა. პარტენოპეის ტრიუმფი მოულოდნელი იყო. სეზონის დაწყებამდე, ნეაპოლური გუნდი ლორენცო ინსინიეს, კალიდუ კულიბალისა და დრის მერტენსის წასვლამ დაასუსტა, რის გამოც, ნაპოლი ბევრმა ჩამოწერა. მიუხედავად ამისა, ლუჩანო სპალეტიმ პარტენოპეის ახალწვეულების, ხვიჩა კვარაცხელიას, კიმ მინ-ჯეს, ჯაკომო რასპადორისა და ჯოვანი სიმეონეს სწრაფი ინტეგრაცია მოახდინა გუნდში, რომელიც მაღალ პრესინგსა და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. ვიქტორ ოსიმენი თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში ჯანმრთელად იყო, ჯოვანი დი ლორენცო გუნდის ინსპირაცია გახლდათ, სტანისლავ ლობოტკა და ზამბო ანგისა კი ნახევარდაცვის ხაზში დომინირებდნენ".

მთავარი მწვრთნელი - ლუჩანო სპალეტი

„სპალეტის პროგრესულად მოაზროვნე ფილოსოფიამ საოცარი და ბრწყინვალე შედეგების მომტანი ფეხბურთი გვაჩუქა. 64 წლის სპეციალისტმა სკუდეტო კარიერაში პირველად, აღმაფრთოვანებელ სტილში მოიგო. დისციპლინირებულმა, გამანადგურებელმა და ყოველთვის სანახაობრივი ფეხბურთის მოთამაშე გუნდმა მიაღწია იმას, რაც ბევრს შეუძლებელი ეგონა. სპალეტიმ ფლანგზე მოთამაშე ჯადოქარს, ხვიჩა კვარაცხელიას სრული თავისუფლება მისცა, ოსიმენი ახალ დონეზე აიყვანა, ლობოტკა ნახევარდაცვაში ბრწყინავდა, ხოლო დი ლორენცო და კიმი ნაპოლის დაცვის ხაზს ლიდერობდნენ".

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ვიქტორ ოსიმენი

„ვიქტორ ოსიმენი საოცარი მომენტების შემქმნელ ფეხბურთელად იქცა და დაუვიწყარი სეზონი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით დაასრულა. ნიღბიანმა ნიგერიელმა მის კონდიციებთან და სტაბილურობასთან დაკავშირებით არსებული ეჭვები გააქარწყლა და ისტორიულ სეზონში ყველანაირი გოლი გაიტანა. სპალეტის 4-3-3 ტაქტიკაში, ოსიმენი ერთადერთი ცენტრალური თავდამსხმელი იყო და მან თავისი თამაშის ყველა ასპექტი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. იგი პრესინგს დაუღალავად თამაშობდა და გამაოგნებელი გოლები შეაგდო. მან და ხვიჩა კვარაცხელიამ საერთო ენა მალევე გამონახეს და სერია A-ს გუნდების დაცვის ხაზებს აღმაფრთოვანებელ სტილში ანადგურებდნენ“.

გეტყვით იმასაც, რომ Football Italia-მ სეზონის იმედგაცრუებაც დაასახელა და ამ კატეგორიაში პირველ ადგილზე ირვინგ ლოზანო გაიყვანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისი: “დამშვიდდით, ნაპოლი კარგ ხელშია“
დე ლაურენტისი: “დამშვიდდით, ნაპოლი კარგ ხელშია“