თემურ ქეცბაია, კვიპროსის ფეხბურთელთა ნაკრები, ანდერსონ კორეია
Aa
Aa

საქართველოსთან მატჩამდე ქეცბაიამ ბრაზილიელი მცველი დაიმატა

კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ უახლოესი სანაკრებო მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში ნატურალიზებული ბრაზილიელი მცველი, ანდერსონ კორეია დაიმატა.

55 წლის სპეციალისტმა საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებთან სათამაშოდ შემადგენლობა 10 დღის წინ დაასახელა, რომელშიც 32 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელიც გვხვდება.

ანდერსონ კორეია ამჟამად კვიპროსის ჩემპიონატის გუნდ „ანორთოსისში“ თამაშობს, რომლის ღირსებასაც ჩვენი გუნდის მეკარე, გიორგი ლორია იცავს. კორეია ფამაგუსტელებს 2020 წლის ზაფხულში შეუერთდა და ყველა ტურნირზე 110 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 1 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა. 32 წლის მცველი ბრაზილიური „სანტო ანდრეს“ აღზრდილია, თუმცა ბრაზილიის არც ეროვნულ და არც ასაკობრივ ნაკრებებში არ გამოჩენილა.

შესაბამისად, დიდი შანსია, რომ ანდერსონ კორეირას დებიუტი სწორედ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდეს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი კვიპროსის ნაკრებს 17 ივნისს ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვგეგმავთ, რომ ჩვენი მონაგარი გავზარდოთ“ - კაშია ივნისის მატჩებზე
„ვგეგმავთ, რომ ჩვენი მონაგარი გავზარდოთ“ - კაშია ივნისის მატჩებზე