პსჟ, ნეიმარი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

ნეიმარი: “ვიცოდი, რომ მესი ბარსაში არ დაბრუნდებოდა“

როგორც მოგეხსენებათ, ლეო მესი მომავალი სეზონიდან „ინტერ მაიამის“ ღირსებას დაიცავს. ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება არსებობს. ნაწილი თვლის, რომ არგენტინელი სწორად მოიქცა, ხოლო ნაწილი პირიქით.

თავისი მოსაზრება დააფიქსირა მესის ყოფილმა თანაგუნდელმა ნეიმარმა, რომელმაც განაცხადა:

„მესი „ინტერ მაიამიში“? ვიცოდი, რომ ის ბარსაში არ დაბრუნდებოდა. ლეო ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. გამიმართლა, რომ მასთან ერთად თამაშის საშუალება მომეცა. ასევე გამიმართლა, რომ ის ჩემი მეგობარი გახდა.

ვიცოდი, რომ მაიამიში მიდიოდა. ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ. ვუთხარი, რომ იქ ჩასვლით ძალიან გაბედნიერდებოდა. დარწმუნებული ვარ, ლეოს MLS-ში გადაბარგება ბევრ რამეს შეცვლის. რა თქმა უნდა, მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ვწუხვარ, რომ პსჟ დატოვა.“

შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემს „ინტერ მაიამიში“ ლეო მესის გარდა ლუის სუარესის, ჟორდი ალბას და სერხიო ბუსკეტსის გადაბირება სურს.

ასევე გეტყვით, არგენტინელ სუპერვარსკვლავს შესანიშნავი შანსი აქვს, რომ „ინტერ მაიამის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს. ამისთვის მას სულ რაღაც 30 გოლის გატანა სჭირდება. ამ მომენტისთვის მთავარი გოლეადორი 29 გოლით გონსალო იგუაინია, რომელმაც კარიერა გასულ წელს დაასრულა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ზუბიმენდი: “ილარამენდის 4-ნომრიანი მაისური უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს“
    ზუბიმენდი: “ილარამენდის 4-ნომრიანი მაისური უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს“