“არ უნდოდა ცუდი ბიჭი ყოფილიყო“ - ტევესი მესის გადაწყვეტილებაზე
ლეო მესის „ინტერ მაიამიში“ გადასვლას გულშემატკივრებში აზრთა სხვადასხვაობა მოყვა. რა თქმა უნდა, თავისი მოსაზრება ფეხბურთელებს და მწვრთნელებსაც აქვთ. გამონაკლისი არც კარლოს ტევესი გახდა. ყოფილმა მოთამაშემ არგენტინულ მედიასთან ისაუბრა.
ტევესი:
„მეჩვენება, რომ მესიმ გადაწყვეტილება საკუთარი სიტუაციის ცოდნით მიიღო. მას არ სურდა „ბარსელონაში“ ისე დაბრუნება, რომ თანაგუნდელებს ხელფასი შეემცირებინათ. ასე ის ცუდი ბიჭი გამოვიდოდა. დამერწმუნეთ, მას იმდენად სურდა ბარსაში დაბრუნება, რომ ეს საკითხი ყველაზე მეტად აწუხებს.
ვფიქრობ, „ბარსელონამ“ ყველაფერი ძალიან ნელა და არასწორად გააკეთა. ლეომ შეერთებული შტატები აირჩია. მას მოსწონს მაიამი. ეს ადგილი მისი ოჯახისთვის ძალიან კომფორტული და მშვიდია. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სწორი იყო.“
შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემს „ინტერ მაიამიში“ ლეო მესის გარდა ლუის სუარესის, ჟორდი ალბას და სერხიო ბუსკეტსის გადაბირება სურს.
ასევე გეტყვით, არგენტინელ სუპერვარსკვლავს შესანიშნავი შანსი აქვს, რომ „ინტერ მაიამის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს. ამისთვის მას სულ რაღაც 30 გოლის გატანა სჭირდება. ამ მომენტისთვის მთავარი გოლეადორი 29 გოლით გონსალო იგუაინია, რომელმაც კარიერა გასულ წელს დაასრულა.