ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

ჯოკოვიჩი: მე მქონდა ძალა, რომ ჩემი ბედი შემექმნა, GOAT-ი არა ნოვაკი დამიძახეთ

როლან გაროსზე გამარჯვებისა და კარიერაში 23-ე დიდი სლემის მოგების შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველი კომენტარი გააკეთა.

„დიდი სლემი არის დიდი სლემი. ოთხი მთავარი ტურნირი ჩვენი სპორტის ისტორიაში. ყველა მოთამაშე ოცნებობს მინიმუმ ერთი თასი მაინც მოიგოს. წარმოუდგენლად გამიმართლა, რომ 23 დიდი სლემი მოვიგე. წარმოუდგენელი გრძნობაა.

ჩემი შვილები აქ არიან და ყოველთვის ვცდილობ მათში რაღაც ღირებულებები ჩავნერგო, რაღაც საგანმანათლებლო და მოტივაციური გადმოსცეს. მათი ღიმილით თუ ვიმსჯელებთ, ეს ყველას მოსწონს.

და მე უბრალოდ მინდა ვუთხრა მსოფლიოს ყველა ახალგაზრდას. რასაც არ უნდა აკეთებდე - ჩოგბურთი, სპორტი თუ სხვა - 7 წლის რომ ვიყავი, ვოცნებობდი უიმბლდონის მოგებაზე და ერთ მშვენიერ დღეს გავმხდარიყავი მსოფლიოში ნომერ პირველი. და მე წარმოუდგენლად გამიმართლა, რომ მივაღწიე წარმოუდგენელ მიღწევებს.

ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა. მე მქონდა ძალა შემექმნა ჩემი ბედი. ვცდილობ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ვიზუალურად წარმოვიდგინო – არა მხოლოდ დავიჯერო, არამედ ეს ყველაფერი სხეულის ყველა უჯრედთან ერთად ვიგრძნო.

და მინდა მსოფლიოს ყველა ახალგაზრდას გადავცე: იცხოვრე აწმყოთი, დაივიწყე წარსული, მომავალი მოხდება. და თუ გინდა უკეთესი მომავალი, აიღე ის შენს ხელში, გჯეროდეს და შექმენი.

რა აზრის ვარ GOAT-ის (ისტორიაში უდიდესი) წოდებაზე? ნოვაკი დამიძახეთ, მომწონს ჩემი სახელი. მაგრამ მადლობა. ეს ჩემი მიღწევების კომპლიმენტად მიმაჩნია. წელს ორივე სლემი მოვიგე, სეზონის დაწყებამდე ვთქვი, რომ სლემის მოგება მინდოდა. კარიერის ამ ეტაპზე ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირებია.

როლა ნგაროსი ყოველთვის უმძიმესი მოსაგები იყო და აქ 23-ე სლემის მოგებისთვის სიამაყის და მადლიერების განცდა მეუფლება. როცა თიხაზე ვთამაშობ, არ ვიცი რას ველოდები. მაგრამ როლან გაროსზე თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ, ვიდრე სხვა ტურნირებზე. ემოციებით ვარ გაჟღენთილი“.

- განაცხადა ჯოკოვიჩმა.

ნოვაკს გამარჯვება რაფაელ ნადალმაც მიულოცა:

„ნოვაკ, გილოცავ ამ შესანიშნავ მიღწევას. 23 არის რიცხვი, რომელიც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო და შენ ეს გააკეთე! ისიამოვნე ამ მომენტით ოჯახთან და გუნდთან ერთად!“

- დაწერა სოციალურ ქსელში ნადალმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა
კვარა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა