ტიტული დაიცვა - შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
Aa
Aa

ტიტული დაიცვა - შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო

როლან გაროსი დასასრულს უახლოვდება. ქალთა თანრიგის ფინალში ერთმანეთს იგა შვიონტეკი და კაროლინა მუხოვა შეხვდნენ. პოლონელმა ჩოგბურთელმა ტიტული დაიცვა და საფრანგეთის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო.

პირველი სეტი მთლიანად იგას უპირატესობით წარიმართა. ჩემპიონმა ორი ბრეიკი შეასრულა და სეტი დამსახურებულად მოიგო - 6:2.  მეორე სეტში შვიონტეკი ბრეიკით იგებდა, მაგრამ მუხოვამ მატჩში დაბრუნება შეძლო.

კაროლინამ 3 ბრეიკის შესრულება შეძლო და სეტებს შორის ანგარიში გათანაბრდა - 7:5. გადამწყვეტ სეტში დაძაბული ბრძოლა ვიხილეთ. მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდნენ.

პირველივე გეიმში ჩეხმა ბრეიკი შეასრულა. იგამ წონასწორობა მეოთხე გეიმში აღადგინა. იმ დროს, როდესაც ანგარიში 3:3 იყო, მუხოვამ კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა, დაწინაურდა და მატჩის მოგების კარგი შანსიც ჰქონდა, თუმცა ამის შემდეგ, შვიონტეკი შეუჩერებელი გახდა. რეიტნგის პირველმა ნომერმა ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო, მათ შორის ორი მუხოვასი და ჩემპიონი დამსახურებულად გახდა(6:4).

შეგახსენებთ, რომ შვიონტეკმა კარიერაში მეოთხე დიდი სლემი მოიგო. აღსანიშნავია, რომ 4-დან სამჯერ წარმატებას როლან გაროსზე მიაღწია, ხოლო ერთხელ ამერიკის ღია პირველობა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბენზემა: “ვფიქრობ, ჩემი ადგილი ვიპოვე“
ბენზემა: “ვფიქრობ, ჩემი ადგილი ვიპოვე“