ჩაგდებული მეორე ტაიმი | შენგელიას გუნდმა ფინალური სერია ცუდად დაიწყო
თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ იტალიის ჩემპიონატის პლეიოფის ფინალი მარცხით გახსნა. ქართველი კალათბურთელის გუნდის მეტოქე „ოლიმპია მილანო“ გახლავთ და „ვირტუს ბოლონიამ“ პირველი შეხვედრა სტუმრად გამართა.
სერჯო სკარიოლოს ბიჭებმა პირველი ნახევარი კარგად ჩაატარეს და დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მატჩის სცენარი მეორე ტაიმში რადიკალურად შეიცვალა. „ოლიმპია მილანომ“ მესამე მეოთხედი 7, ხოლო გადამწყვეტი პერიოდი 11 ქულით მოიგო და 92:82 იმარჯვა.
SCONFITTA ❌
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) June 9, 2023
La Segafredo conduce fino al terzo quarto, poi è Milano nell’ultimo periodo a mettere la testa avanti fino alla fine
???? Belinelli 19, Shengelia 16, Teodosic 15, Ojeleye 10#AmoreInfinito #LBA #TuttoUnAltroSport pic.twitter.com/P17FHNEl6I
თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 24 წუთი გაატარა და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 16 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება გაიფორმა. თოკომ 7-დან 4 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, მისი 3 სამიანი კი არაზუსტი გახლდათ.
ამრიგად, „ოლიმპია მილანო“ სერიაში დაწინაურდა და მომდევნო შეხვედრა ისევ საკუთარ კედლებში ელის. ამ გუნდების მეორე მატჩი 11 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.