62 000 ადამიანი ტრიბუნებზე | ალ-იტიჰადმა ბენზემა წარადგინა
საუდის არაბეთის მოქმედმა ჩემპიონმა, „ალ-იტიჰადმა“ კარიმ ბენზემა ოფიციალურად წარადგინა. ცერემონიას 62 000 ადამიანი დაესწრო, ბენზემამ სტადიონზე მყოფ გულშემატკივრებს თავისი „ოქროს ბურთი“ წარუდგინა, სათამაშო ბურთებს ხელი მოაწერა და რამდენიმე ბავშვს მაისურიც უსახსოვრა.
The ballon d'or is brightening up the stadium ????????#Benzema2Ittihad pic.twitter.com/iSFmuPFWNw
— Ittihad Club (@ittihad_en) June 8, 2023
„კრიშტიანუ რონალდუ უკვე აქ იმყოფება. ის ჩემი მეგობარია და მიხარია, რომ მას საუდის არაბეთში ვხედავ. ეს ადასტურებს, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატი მსოფლიო დონეზე წინ მიდის. საუდის არაბეთის ჩემპიონატში რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს. პირველ რიგში, კრიშტიანუ რონალდუ უნდა გამოვარჩიოთ, ახლა კი მას მეც დავემატე.
აქ თამაში კარიერის დასრულებას არ ნიშნავს. პირიქით, მაქსიმუმი უნდა გავიღო და ვაჩვენო, რომ იმას, რასაც ევროპაში ვაკეთებდი, აქაც შემიძლია გავაკეთო. ბოლოს და ბოლოს, საუდის არაბეთში იმიტომ გადავედი, რომ ქვეყნის განვითარებაში და დიადი საქმის კეთებაში ჩემი წვლილი შევიტანო“.
The best selfie in the world ???? #Benzema2Ittihad pic.twitter.com/AaBNLokiEk
— Ittihad Club (@ittihad_en) June 8, 2023
შეგახსენებთ, რომ კარიმმა „ალ იტიჰადთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ხელფასის სახით წელიწადში 100 მილიონ ევროს მიიღებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს