ილქაი გიუნდოგანი
Aa
Aa

L'Equipe: პსჟ გიუნდოგანს უმიზნებს - მისთვის პრიორიტეტული ბარსაა

ილქაი გიუნდოგანი 30 ივნისს თავისუფალი აგენტი ხდება და 32 წლის ნახევარმცველის მიმართ დიდი ინტერესია, რომელიც კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს.

ყველასათვის ცნობილია, რომ თურქული ფესვების მქონე გერმანელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი „ბარსელონას“ აქვს. კატალონიაში გადაბარგების სურვილი თავად გიუნდოგანსაც აქვს, თუმცა ბაზარზე მას ახალი მსურველიც გამოუჩნდა.

L'Equipe-ის ცნობით, პსჟ გიუნდოგანის გადაბირებას შეეცდება. პარიზელები ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავენ და კლუბს ახალი სატრანსფერო პოლიტიკა აქვს, რომელიც ნაკლებად არის გათვლილი კოლოსალური თანხების ხარჯვაზე და თავისუფალ აგენტებს აკვირდებიან.

პარიზული კლუბი დაინტერესებულია ნახევარმცველის შეძენით, რომელსაც შეუძლია გოლების გატანა და დაცვიდან შეტევაზე მშვიდ, დამაჯერებლად გადასვლა.

წყაროს ცნობით, პსჟ-ს განუცხადეს, რომ ფეხბურთელისთვის „ბარსელონას“ ვარიანტი პრიორიტეტულია. პარიზელებს იმედი აქვთ, რომ იულიან ნაგელსმანის შესაძლო დანიშვნის შემთხვევაში, გიუნდოგანი მათ წინადადებას უფრო მეტი ინტერესით განიხილავს.

2022/23 წლების უკვე დასრულებულ სეზონში ილქაიმ პრემიერ ლიგაში 31 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას ეფექტი“ – Calcionapoli24-ის დოკუმენტური ფილმი ხვიჩაზე
„კვარას ეფექტი“ – Calcionapoli24-ის დოკუმენტური ფილმი ხვიჩაზე