U20 მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

გოლი უმომენტო 120 წუთში | სამხრეთ კორეა ჩოიმ 1/2 ფინალში გაიყვანა

არგენტინაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე რიგით მე-3 ნახევარფინალისტი სამხრეთ კორეის ნაკრები გახდა. აზიელებმა 120-წუთიან ურთულეს ბრძოლაში ნიგერიის მძლავრ ნაკრებს, დამატებით დროში გატანილი გოლით - 1:0 აჯობეს.

ძირითად დროში ტერიტორიულ უპირატესობას ნიგერიელები ფლობდნენ, თუმცა კორეელები თავს სუპერ ორგანიზებულად იცავდნენ და რეალურ სახიფათო მომენტამდე საქმე არც ერთ კართან მისულა. დამატებითი დროის მე-5 წუთზე კი კუთხურიდან მოწოდებულს თავი ზუსტად ჩოი სეოკ-ხიუნმა შეაგება და 1/2 ფინალის საგზურის მომტანი გოლი შეაგდო.


აზიელთა ცენტრალურმა მცველმა ტურნირზე მეორე გოლი გაიტანა. მან 1/8 ფინალში ეკვადორთანაც ანალოგიური კომბინაციის შემდეგ გამოიჩინა თავი. 

აღსანიშნავია, რომ ნიგერიას ამ გოლამდე, აზიური ნაკრებების წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე 545 წუთის (დაახლოებით 6 მატჩი) განმავლობაში არ ჰქონდა გოლი გაშვებული

სამხრეთ კორეის ნაკრები გასული გათამაშების ფინალისტია, ასე რომ, მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს. შემდეგი ბარიერი იტალიის ნაკრებია, რომელმაც 1/4 ფინალში კოლუმბიას 3:1 მოუგო. აზიელთა და აპენინელთა ნახევარფინალური მატჩი 9 ივნისს, 01:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მე-3 ნახევარფინალი | აძურინიმ ისევ ლამაზ სტილში მოიგო
ზედიზედ მე-3 ნახევარფინალი | აძურინიმ ისევ ლამაზ სტილში მოიგო