მასტერ ლიგა, საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები
Aa
Aa

ბრწყინვალე სტარტი - საქართველოს ნაკრებმა ირლანდია გაანადგურა

გერმანიის ქალაქ ესენში სტარტი აიღო მასტერ ლიგის მსოფლიო ჩემპიონატმა, სადაც ცოტა ხნის წინ, საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა.

როსტევან ფარცვანიას გაწვრთნილი გუნდი ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 5:1 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელები მთელი თამაშის განმავლობაში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქეს ფაქტობრივად შანსი არ დაუტოვეს.

ანგარიში შეხვედრის დებიუტში, მე-2 წუთზე გიორგი კიკნაძემ გახსნა. სწრაფი გოლის მიუხედავად, პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და ჩვენი გუნდი შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა.

მეორე ნახევარში კი გულშემატკივარმა 5 გოლი იხილა, აქედან 4 ქართველი ფეხბურთელების შესრულებით, ერთიც კი ირლანდიელების. მეორე ტაიმის დებიუტში, 23-ე წუთზე ჯემალ ლალიაშვილმა ირლანდიელთა კარში მეორე გოლი გაიტანა, 27-ე წუთზე დავით მაკარაძემ სხვაობა სამბურთამდე გაზარდა, რომელსაც 34-ე წუთზე ჯემალ ჯალიაშვილის დუბლი მოჰყვა. მალევე, ირლანდიელებმა პრესტიჟის გოლი გაიტანეს, საბოლოო ანგარიში კი მე-40 წუთზე ლაშა ღონღაძემ დააფიქსირა.

საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე შეხვედრას 6 ივნისს, საქართველოს დროით 13:00 საათზე შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ივნისის მატჩები - სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ივნისის მატჩები - სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა