კოტე კაპანაძე
Aa
Aa

20 წლის კოტე კაპანაძე პრაღის ევროპის თასის გამარჯვებულია

ძიუდოში, პრაღის ევროპის თასზე 73 კგ. წონით კატეგორიაში კოტე კაპანაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში 19 წლის ფილიპ დრექსლერი იპონით დაამარცხა.

ფინალამდე კოტე კაპანაძემ უნგრელი პომაზი დომიკი, გერმანიის სახელით მოასპარეზე არტურ აკოფიანი, სერბი ალეკსა ბუბალო და იაპონელი კიჰარა კეიტო დაამარცხა. ფინალის ჩათვლით ყველა შეხვედრაში იპონი შეასრულა, გამონაკლისი მხოლოდ ნახევარფინალური დაპირისპირება იყო, როცა იაპონელ კიჰარა კეიტოს გაფრთხილებებით აჯობა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში კოტე კაპანაძემ სოფიაში ევროპის ღია პირველობა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები