იბერია 1999, ქუთაისის ტორპედო, ბათუმის ბათუმი
Aa
Aa

საბურთალოს საოცარი სერია - ტორპედომ ბათუმში 97-ე წუთზე გაათანაბრა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში საინტერესო მატჩები გაიმართა.

თბილისურ დერბიში „საბურთალომ“ „დინამოს“ უმასპინძლა და 2:1 მოუგო.

„საბურთალომ“ „დინამოს“ ამ სეზონში უკვე მეორე მატჩი მოუგო. ამ დაძაბული შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ 0:0 დასრულდა.

მეორე ნახევარში 70-ე წუთზე „დინამოს“ მეკარემ დავით კერესელიძემ საჯარიმოში იური ტაბატაძე წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად ტაბატაძემ ზუსტად შეასრულა - 1:0.

88-ე წუთზე „დინამოს“ კარში მეორე პენალტი დაინიშნა, რომელიც ამჯერად გოლად შოთა ნონიკაშვილმა აქცია.

გიაჭიაბრიშვილის გუნდმა 91-ე წუთზე ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა. გიორგი მაისურაძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა „დინამომ“ მეტი ვეღარ მოასწრო.

ამ გამარჯვების შემდეგ, „საბურთალომ“ „დინამოს“ 7 ქულით გაასწრო, ხოლო „სამგურალს“ 2-ით. ბათუმის „დინამოს“ კი 1-ით ჩამორჩება.

ომარ თეთრაძის გუნდი ჩინებულ ფორმაშია. „საბურთალომ“ ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.

ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და 1:1 ითამაშა.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში და საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა. საბოლოოდ, ყველაფერი მეორე ტაიმმა და 78-ე წუთზე გიორგი მჭედლიშვილის გაძევებამ გადაწყვიტა. რის შემდეგაც, გია გეგუჩაძის გუნდმა დიდი უპირატესობა მიიღო, რომელიც 84-ე წუთზე მოპოვებული პენალტით დასრულდა.

მამუჩაშვილმა ძლიერი და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა.

მატჩი ყველას დასრულებული ეგონა, თუმცა „ტორპედომ“ 97-ე წუთზე სტანდარტულიდან წონასწორობის აღდგენა მოახერხა. ჩაწოდების შემდეგ, ბურთს კონატე შეეხო და საკუთარ კარში გადაგზავნა - 1:1

ამ ფრის შემდეგ, ბათუმის „დინამომ“ სატურნირო ცხრილში „საბურთალოს“ 1 ქულით გადაასწრო და ერთპიროვნული ლიდერია.

რაც შეეხება ტურის სხვა მატჩებს:

დილა 6:1 თელავი

შუქურა 3:4 გაგრა

სამტრედია 0:2 სამგურალი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრემიერ ლიგის კიდევ ერთი კლუბი | მიქაუტაძეზე დიდი მოთხოვნაა
პრემიერ ლიგის კიდევ ერთი კლუბი | მიქაუტაძეზე დიდი მოთხოვნაა