კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

„აქ დარჩენა მინდა, შეგვიძლია, მსოფლიოს ტოპ 5 ჩემპიონატს შორის ვიყოთ“ - რონალდუ

„ალ-ნასრის“ სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ სამომავლო გეგმებზე და მიმდინარე სეზონზე ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა ტიტულის გარეშე დაასრულა. პორტუგალიელმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთში ბედნიერია და ადგილსამყოფლის გამოცვლას არ აპირებს.

„აქ ბედნიერი ვარ. მინდა, რომ დავრჩე და ამას გავაკეთებ კიდეც. ჩემი აზრით, თუ განაგრძობენ იმ სამუშაოს, რასაც აკეთებენ, ვფიქრობ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში საუდის არაბეთის ჩემპიონატს შეუძლია, მსოფლიოს ტოპ 5-ში იყოს.

არის შემთხვევები, როცა მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც გვინდა და ვოცნებობთ. ზოგჯერ საჭიროა, მოთმინება გამოვიჩინოთ, სტაბილურები ვიყოთ და ჩვენი მიზნების მიღწევაზე დავრჩეთ ორიენტირებული. ჩემი აზრით, ბოლო 5 თვის განმავლობაში, როგორც ჩვენი გუნდი, ისე მეტოქეები, და ზოგადად ჩემპიონატი, ძალიან გაძლიერდა. არის შემთხვევები, როცა წარმატების მიღწევას დრო სჭირდება და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ.

იმედი მქონდა, რომ მიმდინარე სეზონში რამეს მოვიგებდით, მაგრამ ეს ვერ გავაკეთეთ. თუმცა პოზიტიურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. მოდით, ამის გვჯეროდეს და მუშაობა გავაგრძელოთ“.

შეგახსენებთ, რომ უცხოურ პრესაში კრიშტიანუს შესაძლო წასვლაზე რამდენჯერმე დაწერა. ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ევროპაში დაბრუნება სურდა და საუდის არაბეთის კულტურასა და გარემოს ვერ შეეწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველა დეტალი განისაზღვრა | ხვიჩა და ნაპოლი ახალ კონტრაქტს აფორმებენ
ყველა დეტალი განისაზღვრა | ხვიჩა და ნაპოლი ახალ კონტრაქტს აფორმებენ