მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მეცმა ფასი გაზარდა - კლუბი მიქაუტაძის შესანარჩუნებლად იბრძოლებს

2022-23 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, „მეცის“ ქართველი შემტევი, გიორგი მიქაუტაძე დიდი ალბათობით ფრანგულ კლუბს დატოვებს. 22 წლის ფეხბურთელით არაერთი ევროპული გუნდია დაინტერესებული, მათ შორის პრემიერ ლიგაში დაწინაურებული „ბარნლი“ და სერია A-ს ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი „მილანი“.

ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, მოჰამედ ტუბაჩი-ტერი საკუთარ Twitter-გვერდზე წერს, რომ „მეცმა“ მიქაუტაძეს ოფიციალურად დაადო სატრანსფერო ფასი. მისი მტკიცებით, ლიგა 1-ში აღზევების შემთხვევაში, კლუბი ქართველი ფეხბურთელის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მიქაუტაძე წასვლას მოისურვებს, ნებისმიერ დაინტერესებულ გუნდს „მეცისთვის“ 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ოფიციალური სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონი ევრო იქნება, რომელსაც 3 მილიონ ევრომდე ბონუსები დაემატება.

ცნობისთვის, დაახლოებით 1 თვის წინ, ფრანგულ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ „მეცი“ ქართველ ფეხბურთელს 10 მილიონი ევროს სანაცვლოდაც შეელეოდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონში, ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 33 მატჩში 22 გოლია. 22 წლის შემტევს კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

„მეცი“ ლიგა 2-ის სეზონის ბოლო შეხვედრას შაბათს, „ბასტიასთან“ გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში ლიგა 1-ის საგზურს მოიპოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სერია ა-ს წლის საუკეთესო თავდამსხმელი - ხვიჩა ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა
სერია ა-ს წლის საუკეთესო თავდამსხმელი - ხვიჩა ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა