დანილ მედვედევი
Aa
Aa

სენსაცია - მედვედევი როლან გაროსზე 172-ე ნომერთან დამარცხდა

საჩოგბურთო სამყაროში როლან გაროსი მიმდინარეობს, სადაც პირველი სენსაცია დაფიქსირდა. საფრანგეთის ღია პირველობას პირველივე წრეში დანილ მედვედევი გამოეთიშა.

რუსი ჩოგბურთელი რეიტინგის 172-ე ნომერს სეიბოთ უაილდს დაუპირისპირდა და 5 სეტში 6:7 7:6 6:2 3:6 4:6 დამარცხდა. მატჩი 4 საათი და 15 წუთი გაგრძელდა.

პირველ სეტში მოთამაშეებმა თითო ბრეიკი გაცვალეს და გამარჯვებული ტაი-ბრეიკზე გამოვლინდა. მეორე სეტში ბრეიკი ვერ ვიხილეთ და კვლავ ტაი-ბრეიკი დაინიშნა. ამჯერად ზუსტი რუსი ჩოგბურთელი იყო.

მესამე სეტში მედვედევმა ზეწოლა გააძლიერა და მეტოქის სამი ჩაწოდება აიღო, რის შედეგადაც მარტივად გაიმარჯვა, თუმცა ამის შემდეგ ბრაზილიელმა მოუმატა და ყველაფერი მისთვის სასიკეთოდ მოხდა.

მეოთხე სეტში უაილდმა მეორე გეიმში შეასრულა ბრეიკი და წინ გავიდა, მაგრამ დანილმა მეექვსე გეიმში წონასწორობა აღადგინა და მატჩში დაბრუნდა. წარმატებული სვლა მალე დასრულდა. უკუბრეიკი და ბრაზილიელმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა.

გადამწყვეტ სეტში მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. უაილდმა 3 ბრეიკი შეასრულა, ხოლო მედვედევმა 2. აქედან გამომდინარე, გამარჯვება ბრაზილიელს დარჩა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ბიჭი ვარჟეადან, რომელიც კედლებს ხატავდა“ - მე გაბრიელ ჟესუსი ვარ
“ბიჭი ვარჟეადან, რომელიც კედლებს ხატავდა“ - მე გაბრიელ ჟესუსი ვარ