ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ლუის ენრიკეს დაყოლიების გზა კვარაზე და ოსიმენზე გადის - დე ლაურენტისის გეგმა

„ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „პარტენოპეის“ ლუჩანო სპალეტი დატოვებს და ნეაპოლელები მის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურას განიხილავენ.

ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული იტალიური გამოცემის, Corriere della Sera-ს ინფორმაციით, დე ლაურენტისის პრიორიტეტი ლუის ენრიკეს დანიშვნაა. „პარტენოპეის“ პირველ პირს გეგმაც აქვს შემუშავებული, რომლის მიხედვითაც, ესპანელი სპეციალისტის დაყოლიებას შეძლებს.

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი პირობა, რომელსაც დე ლაურენტისი ენრიკეს მისცემს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნებაა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე გაიმართა და მათ ხშირი კონტაქტი აქვთ. La Repubblica-ს ცნობით, ესპანელი სპეციალისტი ხელფასის სახით, დაახლოებით 8 მილიონ ევროს ითხოვს და „ნაპოლის“ პროექტის ჩაბარების პერსპექტივა ხიბლავს, თუმცა საბოლოო პასუხი ჯერ არ დაუფიქსირებია.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება და იტალიური პრესის ცნობით, ყველაზე კარგი შანსი ლუის ენრიკეს, ანტონიო კონტესა და იულიან ნაგელსმანს აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი | მიქაუტაძის აღიარება საფრანგეთში
ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი | მიქაუტაძის აღიარება საფრანგეთში