გიორგი არაბიძე, ანდრია ბართიშვილი, დიეგო დეისაძე, ვახტანგ ბედოშვილი, ნიკოლოზ დადიანი
Aa
Aa

დეისაძემ გადამწყვეტი პენალტი გაიტანა | ტორპედომ სუპერთასი მოიგო

საქართველოს სუპერთასის ფინალში იბერიასა და ქუთაისის ტორპედოს მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში დირკ შუსტერის გაწვრთნილმა გუნდმა გაიმარჯვა - 5:6.

მე-5 წუთზე კომნენ ანდრიჩმა ანგარიში გახსნა. 34-ე წუთზე გიორგი არაბიძემ ამისულაშვილის შეცდომით ისარგებლა, კუციას აჯობა და ახლო მანძილიდან გაიტანა. 37-ე წუთზე ბედოშვილმა ეფექტური დარტყმით სხვაობა შეამცირა. 76-ე წუთზე ბართიშვილის ბრწყინვალე პასით ნიკოლოზ დადიანმა შესანიშნავი გოლი გაიტანა.

რაც შეეხება პენალტების სერიას, ტორპედოს მეკარე ოთო გოშაძემ სიხარულაშვილს აუღო, შემდეგ კი დიეგო დეისაძემ გადამწყვეტი პენალტი გაიტანა და გუნდს სუპერთასი მოაგებინა.

სუპერთასის მესამეადგილისთვის მატჩში გორის დილასა და დინამო თბილისის მატჩი 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა 4:2 მოიგო.

შეგახსენებთ, სუპერთასის ნახევარფინალურ ეტაპზე იბერიამ ვახო ბედოშვილის გოლით დინამო თბილისი დაამარცხა, ქუთაისის ტორპედომ გორის დილას ლადო მამუჩაშვილის გოლით მოუგო (ვრცლად).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები