ინტერმა ფიორენტინა დაამარცხა და იტალიის თასი მოიგო
რომში იტალიის თასის ფინალი გაიმართა, სადაც „სტადიო ოლიმპიკოზე“ „ფიორენტინა“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
„ინტერმა“ იტალიის თასი ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მეცხრედ მოიგო. ამ სეზონში მილანელებმა სუპერ თასის მოგებაც შეძლეს.
INTER WIN THE COPPA ITALIA ⚫????
— B/R Football (@brfootball) May 24, 2023
Two trophies down in 2023, one to go... pic.twitter.com/S0cRkJpAeo
რაც შეეხება მატჩს, ანგარიში ფლორენციელებმა გახსნეს. მე-3 წუთზე იკონეს ბრწყინვალე პასით ნიკო გონსალესმა გახსნა.
შეხვედრის მოულოდნელი სტარტის შემდეგ, სიმონე ინძაგის გუნდი გონს დროულად მოვიდა და შესვენებამდე დაწინაურებაც მოასწრეს. 29-ე და 37-ე წუთებზე ლაუტარო მარტინესმა დუბლის შესრულება შეძლო.
მეორე ტაიმში „ფიორენტინა“ უპირატესობას დაეუფლა და რეალური მომენტებიც შექმნა, თუმცა ლუკა იოვიჩმა მიჯრით ორი ასპროცენტიანი შანსი ხელიდან გაუშვა და ფლორენციელები დამარცხდნენ.
სიმონე ინძაგიმ თავის სამწვრთნელო კარიერაში მე-8 ფინალი ითამაშა და მე-7 მოიგო. მას 10 ივნისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში პეპ გუარდიოლა და „მანჩესტერ სიტი“ ელით.