მარცხი ბარსელონეტასთან - დინამომ ჩემპიონთა ლიგა მე-7 ადგილზე დაასრულა
Aa Aa
25 მაისი 2023  |  00:06

მარცხი ბარსელონეტასთან - დინამომ ჩემპიონთა ლიგა მე-7 ადგილზე დაასრულა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში თბილისის „დინამო“ სტუმრად „ბარსელონეტას“ დაუპირისპირდა და უშანსოდ 6:13 დამარცხდა.

თბილისურმა კლუბმა პირველი ორი მეოთხედი იბრძოლა. პირველ მეოთხედში „დინამომ“ 1:2 წააგო. მსგავსი ანგარიში დაფიქსირდა მეორე პერიოდში, ხოლო პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 4:2-ს იგებდნენ.

მეორე ტაიმში „ბარსელონეტა“ უფრო მეტად გააქტიურდა და მესამე მეოთხედში 6:2 მოიგო. ბოლო მეოთხედში კი 3:2.

„დინამოს“ მხრიდან გოლები პიეშივაცმა(2), მაგრაქველიძემ, ტყეშელაშვილმა, ახვლედიანმა და ჯახაიამ გაიტანეს. შეგახსენებთ, რომ ქართულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე 14 მატჩიდან ორი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
უხვგოლიანი მატჩი - საბურთალომ სამგურალი გაანადგურა
უხვგოლიანი მატჩი - საბურთალომ სამგურალი გაანადგურა