ოფიციალურად - იუვენტუსს 10 ქულა დააკლეს
Aa
Aa

ოფიციალურად - იუვენტუსს 10 ქულა დააკლეს

ტურინის „იუვენტუსის“ საშინელი პერიოდი გრძელდება. სულ ცოტა ხნის წინ, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ „ბებერ ქალბატონს“ 10 ქულა დააკლეს. ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოსცა კაპიტალის ხელოვნურად გაზრდის სკანდალზე.

„ბიანკონერი“ დამნაშავედ ცნეს სატრანსფერო გადასახადების ხელოვნურად გაზრდაში, კაპიტალის მოგების გასაუმჯობესებლად, რაც ფაქტობრივად სიტუაციას აჩენს, თითქოს ისინი ბევრად უფრო დიდ საკლუბო აქტივებში მონაწილეობდნენ, ვიდრე რეალურად ხდებოდა.

მოსმენა დღეს რომში გაიმართა, სადაც FIGC-ის პროკურორმა ჯუზეპე ჩინემ თავისი მოთხოვნა წარადგინა, რომელიც „იუვენტუსისთვის“ 11 ქულის დაკლებას ითვალისწინებდა. საბოლოოდ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ალეგრის გუნდს 10 ქულა დააკლეს.

ცნობისთვის, ამ შედეგების მიხედვით, ამ მომენტისთვის, მასიმილიანო ალეგრის გუნდს 59 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე დაქვეითდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ESPN Brasil: ვინისიუსი რეალიდან წასვლას განიხილავს
ESPN Brasil: ვინისიუსი რეალიდან წასვლას განიხილავს