გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

„უჭირს ეფექტური იყოს“ - ბელგიურ პრესაში ჩაკვეტაძეზე წერენ

ბელგიურმა გამოცემამ, Voetbalprimeur-მა „გენტის“ საკუთრებაში მყოფ ფეხბურთელებზე დაწერა, რომლებიც სხვა კლუბებში არიან განათხოვრებული. Voetbalprimeur-ის ყურადღების ცენტრში გიორგი ჩაკვეტაძეც მოექცა და აი, რას წერს ბელგიური გამოცემა „ჩაკვეზე“.

„ოდესღაც, გიორგი ჩაკვეტაძე გენტის გულშემატკივრების ფავორიტად ქცევისკენ მიმავალ გზაზე იმყოფებოდა და კლუბი ტოპ ტრანსფერს უმიზნებდა, მაგრამ ტრავმებმა ეს ზღაპარი გაანადგურეს. 

სლოვაკეთის დედაქალაქმა სიბნელე კიდევ ერთხელ გაანათა. ახლად გაჩემპიონებულ გუნდს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და განსაკუთრებით, ევროპაში გამოირჩა. ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე განცდილი წარუმატებლობების შემდეგ, სლოვანი კონფერენს ლიგაზე გადაერთო და წარმატებასაც მიაღწია, თუმცა ჩაკვეტაძეს მაინც უჭირდა, ეფექტური ყოფილიყო და ძველი თამაში ეჩვენებინა. მან კონფერენს ლიგაზე მონაწილეობა 14 შეხვედრაში მიიღო და გოლი არც ერთხელ გაუტანია...“ - წერს ბელგიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, „ჩაკვეს“ 46 მატჩი აქვს გამართული. მის ანგარიშზე 1 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემაა. სეზონის დასრულების შემდეგ, გიორგის „სლოვანთან“ იჯარა უმთავრდება და იგი შოტლანდიურ „აბერდინსა“ და ავსტრიულ „რაპიდს“ დაუკავშირეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოჩოლეიშვილის ჩაწოდებას პენალტი მოჰყვა | შახტარმა 2:1 მოიგო
გოჩოლეიშვილის ჩაწოდებას პენალტი მოჰყვა | შახტარმა 2:1 მოიგო