მიქაუტაძე პრემიერ ლიგაში? - Caughtoffside ქართველის შესაძლო ტრანსფერზე
Aa Aa
19 მაისი 2023  |  16:42

მიქაუტაძე პრემიერ ლიგაში? - Caughtoffside ქართველის შესაძლო ტრანსფერზე

Caughtoffside Substack-ის ჟურნალისტის, ჯონათან ჯონსონის ინფორმაციით გიორგი მიქაუტაძის მიმართ ინტერესი ინგლისისის პრემიერ ლიგის კლუბებს აქვთ, ეს გუნდები პრემიერ ლიგის ოთხეულში არ იმყოფებიან, თუმცა ევროსაგზურისთვის იბრძვიან.

ჯონათან ჯონსონი: „გიორგი მიქაუტაძემ მისი თამაშიდან გამომდინარე ბევრი ევროპული კლუბების ინტერესი დაიმსახურა. მას ლიგა 2-ში კარგი სტატისტიკა აქვს.  მისი შედეგიანობის გათვალისწინებით გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე ევროპული კლუბებისთვის საინტერესო ალტერნატივა იყოს“.

წყაროს ინფორმაციით, „მეცი“ მინიმუმ 15 მილიონ ევროს მოითხოვს, რაც ინგლისური კლუბებისთვის არარეალური თანხა არაა.

ჯონსონის აზრით, თუ „მეცი“ ლიგა 1-ში აღზევდება, გუნდი მას არ გაუშვებს. მიუხედავად ამისა, ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბები მიქაუტაძესთან მიმართებაში დიდი ნაბიჯის გადასადგმელად ემზადებიან.

გასულ ზამთარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიქაუტაძის გადაბირება ვენსან კომპანის „ბარნლიში“ სურდა. ამ სეზონში „ბარნლი“ ჩემპიონშიფში პირველ ადგილზე გავიდა და შემდეგ სეზონში პრემიერ ლიგაში ითამაშებს. კომპანის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ „ბარნლი“ მიქაუტაძის ტრანსფერზე იაქტიურებს.

22 წლის გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ში 34 მატჩში 22 გოლი შეაგდო და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიქაუტაძე ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ასევე, საგოლე პასების რაოდენობით ლიგა 2-ში მხოლოდ ჟან-ფილიპე კრასოს ჩამორჩება, რომელმაც 9 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში