ხვიჩა კვარაცხელია, დიეგო მარადონა
Aa
Aa

„მარადონას მაგონებს“ - ნაპოლის ყოფილი ფორვარდი კვარას აქებს

„ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი, ემანუელ კალაიო „პარტენოპეის“ წარმატებას გამოეხმაურა. კალაიომ ნეაპოლური გრანდის მომავალზე, ვიქტორ ოსიმენის შესაძლო წასვლაზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„იმედი მაქვს, ლუჩანო სპალეტი გუნდში დარჩება. ის არის სპეციალისტი, რომელიც ნაპოლის ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს ათამაშებს და სოლიდური და შეკრული გუნდი ჩამოაყალიბა. თუ პარტენოპეის ფეხბურთელებს მსურველები გამოუჩნდათ, განსაკუთრებით ოსიმენს, დარწმუნებული ვარ, ნაპოლის ზუსტად ეცოდინება რა უნდა გააკეთოს.

ვიქტორის მახასიათებლებიდან გამომდინარე, მისი საუკეთესო შემცვლელი შესაძლოა, ატალანტას ჰოილუნდი, უდინეზეს ბეტო ან ლილის დავიდი იყოს. პარტენოპეიმ აჩვენა, რომ სატრანსფერო ბაზარზე ბრწყინვალედ მოქმედების უნარი აქვს და სიმშვიდის შენარჩუნებაა საჭირო.

კვარაცხელიას რაც შეეხება, პროპორციებიდან გამომდინარე, დიეგო მარადონას მაგონებს. თავისი აღნაგობითა და მიმართულების შეცვლის უნარით კვარა დიეგოს ნამდვილად წააგავს. ქართველს ბურთის მიღება და კონტროლი კარგად გამოსდის, მარადონას კი ძლიერი ფეხები ჰქონდა“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 31 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდი ბრძოლაა გამართული | ნაპოლის ერთ-ერთი ლიდერი გრანდების რადარზე
დიდი ბრძოლაა გამართული | ნაპოლის ერთ-ერთი ლიდერი გრანდების რადარზე