გიორგი მიქაუტაძე, ანა მიქაუტაძე
Aa
Aa

სიურპრიზი მიქაუტაძეს - Culture Grenat-ის პრიზი დამ გადასცა

საფრანგეთის ლიგა 2-ის „მეცის“ ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ Culture Grenat-ის წარმომადგენლისგან პრიზი მიიღო, რომელსაც ყველაზე იმედისმომცემ მოთამაშეებს გადასცემენ.

Culturegrenat-ი „მეცის“ ქომაგთა გაერთიანებაა, რომელიც Facebook-ში, Instagram-სა თუ Twitter-ში კლუბთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ფაქტებს აქვეყნებს. მიმდინარე სეზონში Culturegrenat-ის ვერსიით მიქაუტაძე არაერთხელ გახდა მატჩისა და თვის საუკეთესო ფეხბურთელი.

ჯილდოს გადაცემის მომენტი სახალისო იყო. მოულოდნელად, ფეხბურთელის დამ, ანა მიქაუტაძემ კარი გააღო და ოთახში პრიზით შემოვიდა, პრიზი ქართველ ფორვარდს დამ გადასცა.

 

გიორგი მიქაუტაძე ბრწყინვალე სეზონს ატარებს, ლიგა 2-ის 34 მატჩში 22 გოლი შეაგდო და 8 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, საფრანგეთის თასის ორ მატჩში მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის ფორვარდს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს. მის მიმართ ინტერესს იტალიური კლუბები და ინგლისური „ბარნლი“ იჩენენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები