მანჩესტერ სიტი, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

“განავალს ჰგავს“ - ჰოლანდს გულშემატკივრებმა საკვები დაუწუნეს

„მანჩესტერ სიტისა“ და „ევერტონის“ მატჩის შემდეგ, რომელიც „ქალაქელებმა“ მოიგეს და პრემიერ ლიგის ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდნენ, ერლინგ ჰოლანდმა „ინსტაგრამ“ „სთორიში“ გამოაქვეყნა საკვების ფოტო, რომელიც მან თამაშის დასრულების შემდეგ მიირთვა.

აღნიშნულ ფოტოს აქვს წარწერა: „ეს ძალიან გემრიელია“.

ნორვეგიელი სუპერვარსკვლავის კვების რაციონს ცოტა თუ ეთანხმება. სოციალურ ქსელში რამდენიმე საინტერესო კომენტარი გაჟღერდა.

„დაბნეული ვარ, ეს საკვები განავალს ჰგავს“

„მგონი ჰოლანდს თამაშის წინ ძაღლის გასეირნება დაავიწყდა“

„ეს საჭმელია?“

ჰოლანდის კვების რაციონი

ზოგადად, სპორტსმენებისთვის კვების რაციონი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ნორვეგიელი შემტევი იმდენად იდეალურ ფორმაშია, რომ მას ხუმრობით რობოტსაც ეძახიან. ახალგაზრდა თავდამსხმელმა ერთ-ერთ გადაცემაში გაამხილა, თუ რა საკვებს იღებს ყოველდღიურად.

ჰოლანდი:

„ვფიქრობ, ხარისხიანი საკვების მიღება აუცილებელი უნდა იყოს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ხალხი ამბობს, რომ ხორცი მავნებელია, მაგრამ რომელ ხორცზე საუბრობთ? იმას, რომელსაც „მაკდონალდსში“ მიირთმევთ? არა! მე ვსაუბრობ იმ ძროხაზე, რომელიც ყოველდღიურად, შენს თვალწინ ბალახს ჭამს. მე ძროხის გულით და ღვიძლით ვიკვებები.

ზოგადად, ადამიანები ამას არ ჭამენ, მაგრამ ამით მე ჩემს ფიზიკურ ფორმაზე ვზრუნავ. გარდა ამისა, პირველი, რასაც დილით ვაკეთებ მზის ყურებაა. მზის სხივების ყურება ცირკადული რიტმისთვის იდეალურია. ასევე, ვფილტრავ წყალს და ჩემს ორგანიზმს ესეც ძალიან ეხმარება. ყოველდღიურად 6000 კალორიას ვიღებ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალის გრანდიოზული გეგმები | 3 სუპერვარსკვლავის გაფორმებას შეეცდებიან
რეალის გრანდიოზული გეგმები | 3 სუპერვარსკვლავის გაფორმებას შეეცდებიან