კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

„მისი მეტოქეები 200 პროცენტით იხარჯებიან“ - რონალდუს ეფექტი საუდის არაბეთში

ბრიტანულმა ჟურნალმა, FourFourTwo-მ საინტერესო ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც არაბ ჟურნალისტებთან, აბდულმაჯიდ ალ-არაკისთან და ხალიდ ალ არაფაჰსთან ჩაწერა. მათ „ალ-ნასრის“ მოთამაშეზე, კრიშტიანუ რონალდუზე და პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის მიერ ადგილობრივ ფეხბურთზე მოხდენილ გავლენაზე ისაუბრეს.

„ორი აზრი არაა, რომ რონალდუმ თამასა ძალიან მაღლა ასწია. ალ-ნასრის თამაშებს დიდი ხანია თვალს ვადევნებ. მინახავს კლუბში მოსული და წასული მწვრთნელები და ფეხბურთელები. უმეტეს წილად, მათი მიზანი ჩეკის მიღებაა და სიმართლე გითხრათ, ვშიშობდი, რომ რონალდუსაც იგივე განზრახვა ჰქონდა, მაგრამ ძალიან შევცდი. კრიშტიანუმ თავდადება და ჩართულობა პირველივე შეხვედრაში გამოავლინა. იგი გამარჯვებების მოპოვებაზე და რეკორდების დამყარებაზეა ორიენტირებული. მას მაქსიმუმის გაღება და ისტორიის დაწერა სურს“, - განაცხადა ალ-არაკიმ.

„როცა ალ-ნასრის ფეხბურთელები კრიშტიანუს ვარჯიშს უყურებენ, ცდილობენ, მისნაირი თავდადება გამოიჩინონ. შეხედეთ, რონალდუს მოსვლამდე როგორები იყვნენ და ახლა როგორები არიან. მარტივად შეამჩნევთ, რომ მოუმატეს და მაქსიმუმს აკეთებენ. იგივე ეხებათ ალ-ნასრის მეტოქეებს. ახლახან, ლუის გუსტავოს ვესაუბრე და მითხრა, რომ რონალდუს გადმოსვლის შემდეგ, ალ-ნასრის მოწინააღმდეგე გუნდების ფეხბურთელები 200 პროცენტით იხარჯებიან. როცა იცი, რომ მთელი მსოფლიო გიყურებს, მაქსიმუმზე მეტს აკეთებ და ეს საუდის არაბეთის ჩემპიონატს უკეთესს ხდის“, - დასძინა ალ არაფაჰმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ „ალ-ნასრიში“ მიმდინარე წლის ზამთარში გადავიდა და არაბული გუნდის შემადგენლობაში 13 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მის შემცვლელს ეძებენ | გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ტოვებს
მის შემცვლელს ეძებენ | გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ტოვებს