იუვენტუსი, პოლ პოგბა
Aa
Aa

ტრავმა სერიოზულია - პოგბასთვის სეზონი დასრულებულია

სერია ა-ს გასულ ტურში „იუვენტუსმა“ „კრემონეზეს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. რა თქმა უნდა, გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ამის პარალელურად არასასიამოვნო ფაქტი მოხდა.

შეხვედრის 22-ე წუთზე პოლ პოგბამ ტრავმა მიიღო და ალეგრიმ მის ნაცვლად მინდორზე არკადიუშ მილიკი გამოუშვა. ფრანგმა ნახევარმცველმა მოედანი ცრემლებით დატოვა.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონს დღეს გამოკვლევები ჩაუტარდა და ბარძაყის კუნთის დაზიანება დაუდგინდა, რის გამოც მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. ამ ინფორმაციას Gazzetta-ს ჟურნალისტი ჯონ ალბანეზე ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასაწყისში ტრავმა მიიღო და მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. ამის გამო მან მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა.

ტრავმის მიღებიდან გუშინ პირველად მოხვდა პოლი „იუვენტუსის“ ძირითად შემადგენლობაში და კიდევ ერთი დაზიანება მისთვის საკმაოდ ემოციური გამოდგა. ცნობისთვის, პოგბამ ევროპის ლიგის ნახევარფინალში „სევილიას“ წინააღმდეგ საგოლე გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოლო ცნობები მესის მომავალზე | ბარსელონა მის გასაფორმებლად ყველაფერს გააკეთებს
ბოლო ცნობები მესის მომავალზე | ბარსელონა მის გასაფორმებლად ყველაფერს გააკეთებს